Thursday, November 19, 2015

IX დღის რეფლექსია

       დღეს ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება და რედაქტირება.
       დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე იყო და მოვისმინეთ ყველა კოლეგის პრეზენტაცია და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ყველა პრეზენტაცია დიდი  მონდომებით და საქმის ცოდნით იყო შესრულებული.
         მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტრენინგმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ყოველი დღე დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო. ვისწავლე კომპიუტერთან მუშაობის საინტერესო ფორმები, რომლებიც გამომადგება მოსწავლეებთან მუშაობისას. იმედია, ჩემს მოსწავლეებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ, რაშიც ეს ტრენინგი ძალიან დამეხმარება!
         დასასრულ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს, ქ-ნ ნინოს დიდი პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისათვის!



სასწავლო პროექტის პორტფოლიო

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Monday, November 16, 2015

VIII დღის რეფლექსია

დღეს განვსაზღვრეთ, როგორ წარვმართავთ პროექტს, კვირების მიხედვით გავანაწილეთ აქტივობები, შევიმუშავეთ კითხვარი დრაივში და ტესტები შევქმენით Google Form-ებში. ვთვლი, რომ დღევანდელ ტრენინგზე ძალიან გამოსადეგი საკითხები ვისწავლე. ძალიან დიდი მადლობა ქ-ნ ნინოს!

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, November 12, 2015

VII დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთა დასახმარებლად. ჩემთვის საინტერესო იყო ბლოგის სტრუქტურაზე მუშაობა, სხვადასხვა გაჯეტების შექმნა. დღემ კვლავ საინტერესოდ ჩაიარა. <3

ხახუნის ძალის სახეები

ხახუნის ძალა