Thursday, November 12, 2015
Tuesday, November 10, 2015
VI დღის რეფლექსია
დღეს შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა. შევიმუშავეთ სლაიდების დიზაინი, დავადეთ მუსიკა და დავდეთ ბლოგზე. ნამდვილად გამომადგება მოსწავლეებთან მუშაობაში. დიდი მადლობა ქ-ნ ნინოს ძალიან საინტერესო და სახალისო ტრენინგისათვის.
Monday, November 9, 2015
V დღის რეფლექსია
დღეს დატვირთული სამუშაო დღე გვქონდა: ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი, დავგეგმეთ მოსწავლეთა ნამუშევარი და, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ავაწყეთ სლაიდშოუ.
Thursday, November 5, 2015
IV დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია. თითოეული სტრატეგიიდან შევარჩიეთ მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებთ როგორც კონკრეტული პროექტის შეფასებისას, ისე ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისათვის. ჩემი აზრით, ძალიან პროდუქტიული დღე იყო. დიდი მადლობა!
Tuesday, November 3, 2015
III დღის რეფლექსია
როგორც წინა ორ დღეს, დღესაც ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი გვქონდა. საინტერესო საქმიანობაში ჩართული ჯგუფისთვის დრომ შეუმჩნევლად გაირბინა. ვისწავლე ჩემთვის ძალიან საინტერესო საკითხები, რომელთაგანაც გამოვყოფ გუგლ დრაივში ერთობლივი მუშაობას. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს! :*
Thursday, October 29, 2015
II დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო, პროდუქტიული ტრენინგი იყო. საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით აღმაფრთოვანა ბროშურის შექმნამ. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს!
Subscribe to:
Posts (Atom)